saqarTvelos tbebi - qvedis tba

მდებარეობა ონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°33`26` ჩ. გ. 43°38`06` ა. გ.
ფართობი 0.09 კმ²
მოცულობა 710 000 კმ³
საშუალო სიღრმე 8.2 მ
მაქსიმალური სიღრმე 14.5 მ
აუზის ფართობი 12 კმ²

 

შეგუბებული ტბა საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ქვედრულის ხეობაში, ზღვის დონიდან 1567 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,09 კმ², საშუალო სიღრმე 8,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 14,5 მ. წყლის მოცულობა 710 000 მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 12 კმ². გამდინარეა. აუზის რელიეფი მაღალმთიანი და საშუალომთიანია. მდინარე ქვედრულის სათავეებში გვხვდება ძველი გამყინვარების კვალი. ტბის ქვაბული გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სანაპირო ხაზი სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. სამხრეთ სანაპიროსთან არის ორი მცირე ყურე. აღმოსავლეთ ნაწილში ფსკერის გრუნტი ქვიშიანია, ხოლო დასავლეთ ნაწილში ლამიანი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ქვედის ტბას ერთვის და შემდეგ გამოედინება მდინარე ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი - ქვედრულა. წყლის დონე მინიმალურია ზამთრაში, მაქსიმალური - ივნისში. წყალი მტკნარია. გარშემო წიწვოვანი და შერეული ტყეა. ტბა გაჩნდა 1896 წელს კლდებოძალის მთის ჩამონგრევის შედეგად. ტბაში არის კალმახი.